ქეთევან წამებულის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუმარტეს, გარდაცვლილი არავინაა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.
შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.