Reuters: ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კანცლერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი ქვეყნის კანცლერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა შალენბერგს მთავრობის ხელმძღვანელობა უკვე ჩააბარა.
ქვეყნის კანცლერის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მთავრობის წინა ხელმძღვანელმა კარლ ნეჰამერმა პოსტი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ შალენბერგი ავსტრიის კანცლერის მოვალეობას ერთხელ უკვე ასრულებდა. ეს 2021 წელს იყო, როცა ქვეყნის მთავრობის იმჟამინდელი ხელმძღვანელი სებასტიან კურცი კორუფციაში ბრალდების გამო გადადგა.