ბიძინა კულუმბეგოვი: აუცრელს 5-ჯერ მეტი შანსი აქვს, დაემართოს კოვიდი, ვიდრე აცრილს – აუცრელს 29-ჯერ მეტი შანსი აქვს, მოხვდეს კლინიკაში, ვიდრე აცრილს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მნიშვნელობაზე ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს და შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“აუცრელს 5X მეტი შანსი აქვს, დაემართოს კოვიდი, ვიდრე აცრილს!
აუცრელს 29X მეტი შანსი აქვს, მოხვდეს კლინიკაში, ვიდრე აცრილს!
რიცხვები არ ტყუიან!”, – წერს კულუმბეგოვი.