ამირან გამყრელიძე: აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავასრულებთ – ვიყოთ მეტად მოკრძალებულნი, ქორწილის, წვეულების დრო მაშინ, როცა ყოველდღიურად 30, 40 ადამიანი კვდება, არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის დასრულება ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.
გამყრელიძე მოქალაქეებს არსებული წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
“აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავასრულებთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს 650 000 აცრას გადავაბიჯებთ და სექტემბერში 8-9 000 000-მდე უნდა ავიდეთ. ოქტომბერში კიდევ ერთი ამდენი, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, სულ მცირე, ორ მილიონ-ნახევარი აცრა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, ეპიდემიას სერიოზულად გავტეხავთ. მთავარი გზა ამ ეპიდემიის დასრულების აცრებზე გადის და, მეორე მხრივ, წესებზე, რომელიც არსებობს. ვიყოთ მეტად მოკრძალებულნი ამ თვეების განმავლობაში. შევიკავოთ თავი დიდი თავშეყრებისგან, სერიოზული მონიტორინგი მიდის ნებისმიერი ქორწილის, ქელეხის, წვეულების და ა.შ. არ არის ახლა ამის დრო, როცა ქვეყანაში 30, 40 ადამიანი კვდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.