ჰაიტიზე 14 აგვისტოს მომხდარ, 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1297-მდეა გაზრდილი.
ამის შესახებ ინფორმაციას France-Presse ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, გაზრდილია დაშავებულთა რიცხვი 2,8 ათასიდან 5,7 ათასამდე. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები, ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანის მიზნით.
რიგმა ქვეყნებმა დახმარების სურვილი უკვე გამოთქვეს.