ამირან გამყრელიძე: განიხილება ყველა ვარიანტი, დაწყებული საველე ჰოსპიტლებიდან – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა, ამიტომ, ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება”, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კითხვას, განიხილება თუ არა საველე ჰოსპიტლების გახსნა.

„ყოველდღიურად როდესაც გვაქვს 5000 შემთხვევა, იქედან საავადმყოფო დახმარება სჭირდება 5-10 და შეიძლება 12%-ს მაინც. მართალია, ე.წ. გაწერის ინტენსიურობა მეტია, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. მე ახლა დეტალებს ვერ გეტყვით, განიხილება ყველა ვარიანტი და დღესაც იყო ამაზე მსჯელობა. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლებიდან ან კიდევ სხვა – საველე ჰოსპიტლები დიდ სივრცეებში, სადაც ნაკლები პერსონალით შეიძლება დიდი რაოდენობა მოქალაქეების მომსახურება ისევე, როგორც სამხედრო ექიმების და სამხედრო სამსახურის ჩართვა და კიდევ სხვა ვერსიები იმიტომ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა, ამიტომ ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები