თამარ გაბუნია: მეოთხე ტალღის პიკში ვართ – დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.
მისი თქმით, რესურსების მობილიზაცია გრძელდება.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 000-ზე მეტი შემთხვევაა, რაც მიუთითებს, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია.
ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღესდღეობით მობილიზებული და დამატებითი კლინიკები ერთვებიან იმისთვის, რომ თუ პაციენტს სჭირდება ჰოსპიტალური მართვა იყოს ჰოსპიტალში. ასევე, ემატება სასტუმროებიც, ბინაზე 27 000-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას. გუშინ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს”, – განაცხადა გაბუნიამ.