ივანე ჩხაიძე: თუ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში არ მივიღეთ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება, მაშინ რეზერვების კუთხით ქვეყანას პრობლემა დაუდგება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ჯერჯერობით უმკლავდება.

თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირდება, მაშინ სამწუხაროდ, ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

“რისკი იმისა, რომ ასეთი მაჩვენებლის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანას შეექმნას გარკვეული პრობლემები საწოლფონდის უზრუნველყოფის, კრიტიკული მედიცინის საწოლების გამოყოფის, სასწრაფო დახმარების დროული მომსახურების მხრივ არის ძალიან მაღალი. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვუძლებთ, ჯერჯერობით, საწოლფონდი საკმარისია და გარკვეული რეზერვიც არსებობს ქვეყანაში საწოლფონდის გამოყოფის, მაგრამ ეს რეზერვი ამოწურვადია.

თუ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში არ მივიღეთ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, მაშინ სამწუხაროდ, ეს პრობლემა ქვეყანას დაუდგება”,- აღნიშნა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები