ხორვატიაში, ქალაქ ტროგირთან უკვე მეორე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ცეცხლი ტყის კიდევ 550 ჰექტარს მოედო.
ცეცხლი გზას და საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელებულა, რადგან მეხანძრეების თქმით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
ხანძარს 124 მეხანძრე და 25 სამხედრო ებრძვის, ასევე პროცესში ჩართულია 34 მანქანა და ორი თვითმფრინავი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთით ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა ვერ აქრობენ. სტიქიურ უბედურებას უკვე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გუშინ ბოდრუმიდან ტურისტების ევაკუაცია მოხდა.