ამირან გამყრელიძე: წელს გარდაცვლილთა 99.7% სამწუხაროდ აუცრელი იყო

„გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ორჯერადად აცრილ ადამიანებში, გარდაცვალების ალბათობა 15-ჯერ ნაკლებია.

„გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო. მეორე მხრივ, ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი. ესაა 0.3% ორჯერადად აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში. სრულად აცრილებში, დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა. ანუ, აცრა 15 ჯერადობით იცავს; 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და კოვიდი დაემართება, შეიძლება, დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა 1000 ინფიცირებულში დაღუპვის ალბათობა 15-ია. 15-ჯერადი განსხვავებაა. ამიტომ, აცრის დაცვას ძალიან სერიოზული საფუძველი აქვს. კიდევ ერთხელ, მოწოდებაა, რომ აცრები ჩვენს მოსახლეობას დაიცავს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები