თამარ გაბუნია: ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში ამ დონეზე იქნება
“დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება გათვალისწინებული არ არის.
„თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში პროგნოზულად. პროგნოზებს ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებისგან. დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.