სოზარ სუბარი: თუ უნდათ, რომ დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც სერიოზული აქტორები, ხელი უნდა მოაწერონ მიშელის დოკუმენტს

“თუ უნდათ, დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც სერიოზული აქტორები, მათ ხელი უნდა მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია დოკუმენტში მოცემული პუნქტების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღებაც.

“თუ უნდათ, დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც სერიოზული აქტორები, მათ ხელი უნდა მოაწერონ დოკუმენტს, ასევე, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე. დადებითი რაც თქვა მიშელმა, გამოთქვა კმაყოფილება, რომ ყველა აქტორი, ყველა პოლიტიკური მოთამაშე გამოთქვამს მზადყოფნას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ამ დოკუმენტის ხელმოწერით აიღეს, თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა, ჯერჯერობით, არის საპირისპირო, რადგან ოპოზიური პარტიების ნაწილმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს არ მიიღეს მონაწილეობა არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაში, არც სასამართლო რეფორმაში”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები