გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდეა გაზრდილი, 1300 ადამიანი დაკარგულია

გერმანიის დასავლეთით, ​რაინლანდ – პფალცსა რაინ – ვესტფალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ Bild-ი წერს.

რაინლად-პფალცის ოლქის არვაილერის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია 1300 ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ.

სტიქიის შედეგად არვაილერია ყველაზე დაზარალებული მხარე, სადაც მობილური კავშირი, პრაქტიკულად, პარალიზებულია. პოლიციის ცხელ ხაზზე კი ათასობით ზარი შედის ადამიანების, რომლებიც ნათესავებს ვერ უკავშირდებიან.

გერმანიაში გადაუღებლად 12 ივლისიდან წვიმს, რამაც ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთში წყალდიდობის სახით სტიქიური უბედურება გამოიწვია. ადიდებულია მდინარეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები