ბელგიაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბელგიაში გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, ორი ადამიანი შეეწირა, რამდენიმე პირი დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ RTBF წერს.

დაღუპულთაგან ერთ-ერთი 22 წლის, ხოლო მეორე 50 წლის მამაკაცებია.

ამასთან, ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი შეიძლება, გაიზარდოს.

​უხვი ნალექის გამო, ასევე, ლიეჟის პროვინციაში მონსინის კაშხალზე წყლის მაღალი დონის გამო ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მდინარე მეუსი შესაძლოა, ადიდდეს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდეს, მიიღონ ზომები, კერძოდ, სარდაფების ჰიდროიზოლაცია მოახდინონ.

გარდა ამისა, ხელისუფლება დასახლებული პუნქტებიდან ადამიანების ევაკუაციას ახორციელებს.

ბელგიის რკინიგზამ მუშაობა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები