“ტვ პირველის” ოპერატორს,ლექსო ლაშქარავას ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოება უკანასკნელ გზაზე აცილებს. ლექსო ლაშქარავას ცხედარი მეგობრებმა საცხოვრებელი სახლიდან გამოასვენეს.
ოპერატორებმა გარდაცვლილ კოლეგას კორიდორი გაუკეთეს, კამერები დაშვებულია, ისმის უწყვეტი ტაში.
ამ წუთებში, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები, აქტივისტები, მოქალაქეები “ჯიქიას სასაფლაოსკენ” მსვლელობით მიემართებიან.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიის იმ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს.