თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევების მატებას საყურადღებოდ მიიჩნევს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლიგიური ვითარება შეაფასა.
“გუშინ, 24 საათის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტირების დაბალი რაოდენობით, თუმცა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე მიუთითებს.
ტესტირების პროგრამები გრძელდება და ტესტირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 30 ათასის ფარგლებში მერყეობს და გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამჟამად, 2639 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში. 594 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 158 გახლავთ რეანიმაციებში. 3 ათასზე მეტი საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი რჩება და ეტაპობრივად, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციას ფიქრობს, რათა რესურსი გონივრულად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.