ევროკავშირი სიას ანახლებს – კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, უსაფრთხო ქვეყნებს აშშ და ბალკანეთის ქვეყნები დაემატნენ
ევროკავშირმა კორონავირუსის გავრცელების მიხედვით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა, რომლის თანახმად, „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალს აშშ და ბალკანეთის ქვეყნები დაემატნენ.
ამჟამად ჩამონათვალი შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, აშშ.
ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, სიაში არსებული ქვეყნებისთვის შესაძლებელია სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმება.
ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. საბჭო ასევე დასაშვებად მიიჩნევს შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონებისთვის – ჰონგ-კონგისა და მაკაოსთვის; ასევე ტაივანისთვის.