კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 546, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 108, იმერეთში – 90

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 546, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 108, იმერეთში – 90, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 585 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 932 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 029-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 30, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 887, აჭარაში – 317, იმერეთში – 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, თბილისში – 349, აჭარაში – 86, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში – 132, აჭარაში – 11, იმერეთში – 10. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 – თბილისში, 222- აჭარაში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – არც ერთი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 833 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 657, პირი, აჭარაში – 2 048, იმერეთში – 1 187“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები