ირაკლი კოვზანაძე: ლარის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევას უკავშირდება

‘ლარის გამყარება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგს უკავშირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევას მოჰყვა.

„ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე გამოწვეული, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგი, როდესაც მან, სწრაფი და მყისიერი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ასწია ერთი პროცენტით. აქედან გამომდინარე, არის ის რეაქციები, რაც ბაზარს მოჰყვა. ამ პროცესის თანმდევი არის ლარის გამყარებაც, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. მე ადრეც ვთქვი, ეს იყო გარკვეულწილად დაგვიანებით, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რის რეზულტატსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები