,,ჩაერთე და ჩართე’’ – კამპანია მიუსაფარი ქალების დასახმარებლად
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა დაიწყო ფანდრაიზინგის კამპანიის: ,,ჩაერთე და ჩართე’’ – მეორე ეტაპი. როგორც CSDC-დან გვაცნობეს, კამპანიის მიზანია COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა.
პროექტის პირველი ეტაპი გასულ წელს, პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად განხორციელდა, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) დაეხმარა 100-ზე მეტ ქალსა და მათ ოჯახებს; მომზადდა და გავრცელდა 24 ვიდეო-ისტორია; ფანდრაიზინგის კამპანიაში ჩაერთო 50 მოქალაქე და ორგანიზაცია; შემოწირულმა თანხამ შეადგინა 12 000 ლარზე მეტი; შედგა 30 შეხვედრა/დისკუსია; მომზადდა საჭიროებების კვლევა და რეკომენდაციები გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს; სამწუხაროდ, რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარების პირობებში, პანდემიის პარალელურად, უამრავი მარტოხელა ქალი ისევ საჭიროებს საზოგადოების დახმარებას და მხარდაჭერას.
კამპანიის საორგანიზაციო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია აქვს თითოეულ ბენეფიციართან, გრძელდება ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევა, მათი დახმარება და ხელშეწყობა. მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ კამპანიას სხვადასხვა გზით, პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მისწერეთ CSDC-ის სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/CSDC.ge/posts/4052744361406773 სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი Civil Society Development Center.