სოზარ სუბარი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, გადადებს თუ არა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს, პოლიტიკოსები ამაში ვერ ჩავერევით
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, გადადებს თუ არა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს.
„ჩვენ, პოლიტიკოსები ვერ ჩავერევით, რას გადაწყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გადადებენ პროცესს თუ არა, ეს არის მთლიანად მათი გადასაწყვეტი. ჩვენ ამაში ჩარევის უფლება არ გვაქვს და არც ჩავერევით იმიტომ, რომ ეს იქნება დემოკრატიისთვის ხაზის გადასმა“, – განაცხადა სუბარმა.