თბილისში კორონავირუსის 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 125, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 104
თბილისში კორონავირუსის 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 125, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 104. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 14 785-ს აღწევს, მათგან 4 261 პირი საავადმყოფოებში მკურნალობს. 893 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 62, შიდა ქართლი – 25, გურია – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც: 4 261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 333, აჭარაში – 486, იმერეთში – 537.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 893 პირი, მათ შორის, თბილისში – 430, აჭარაში – 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 11, იმერეთში – 16.
705 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 379 – თბილისში, 285- აჭარაში. 9 819 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 33.
სულ 6 ოქტომბრიდან – 20 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 732 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 885 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 822 პირი, აჭარაში – 1 584, იმერეთში – 1 610“,- ნათქვამია ინფორმაციაში.