ამირან გამყრელიძე: ჩვენ დავდივართ “დანის პირზე”, საკოორდინაციო საბჭო ყოველთვის ეძებს ოქროს შუალედს

“ჩვენ დავდივართ “დანის პირზე”, საკოორდინაციო საბჭო ყოველთვის ეძებს ოქროს შუალედს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, სამედიცინო სექტორის რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

„ჩვენ დავდივართ “დანის პირზე”, ანუ საკოორდინაციო საბჭო ყოველთვის ეძებს ოქროს შუალედს. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები შეიძლება, იყოს უფრო მკაცრი, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გაითვალისწინოთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, საზოგადოებისა და მოსახლეობის საერთო მდგომარეობა და აქედან გამომდინარე მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელსაც ,,ოქროს შუალედს,, ვუწოდებთ. ამიტომ, ამ ეტაპზე, ამ ტიპის ოქროს შუალედი მოვძებნეთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები