ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა.

Agence France-Presse-ს ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში მსხვერპლის მიზეზი წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი გახდა.

ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემით, კუნძულებზე დაღუპულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, აღმოსავლეთ ტიმორში კი სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა.

სამძებრო-სამშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველები 70-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. 10 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები