თბილისში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 84, აჭარაში – 42
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 265, იმერეთში – 84, აჭარაში – 42, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 296 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 607 PCR ტესტით.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 528 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 178-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.61 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.82%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 299 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 668-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 714 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 20, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 728, აჭარაში – 155, იმერეთში – 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 299 პირი, მათ შორის, თბილისში – 139, აჭარაში – 24, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 3, იმერეთში – 12. 179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 88, ხოლო აჭარაში – 15.
სულ 6 ოქტომბრიდან – 22 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 794 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 211 პირი, აჭარაში – 636, იმერეთში – 935“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.