ედიშერ გვენეტაძე: იმ ე.წ. ოპოზიციას, რომელიც 40 პარტიის ერთობას წარმოადგენს და ქუჩაში 800 კაციც ვერ გამოჰყავს, არავითარი შანსი არ აქვს

“ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები რომ დანიშნოს, ნაცები საბოლოოდ გაფარჩაკდებიან, მაგრამ ამის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ აღიარა, რომ არჩევნები ძირითადად კონკურენტულ გარემოში ჩატარდა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოში არეულობა რუსეთის ინტერესებში შედის.

“სწორედ რუსეთს აძლევს ხელს საქართველოში არეულობა, სწორედ კრემლის ინსტრუქციაა ის, რომ ეს ვითომდა ოპოზიცია პარლამენტში კი არ შევიდეს, არამედ ქუჩაში გააჩაღოს ბრძოლა და ქვეყანა კიდევ ერთხელ დაღუპოს.

აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს – ვინც ნაცების ოფისში ნიკა მელიას “იცავდა”, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ავტომატითა და ზარბაზნით დასდევდა ზვიად გამსახურდიას, ამ ღვთისნიერ კაცს და უდიდეს პატრიოტს.

რასაც დღეს სააკაშვილი და მისი სექტა საქართველოში სჩადიან, პირდაპირ შედის რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში.

ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილისა და მისი სექტის გადასარჩენად იკლავენ თავს, წლების განმავლობაში ფინანსდებიან იმ ფულით, რომელიც სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ქართველი ხალხის ძარცვა-გლეჯით დააგროვეს. ამას გარდა, სააკაშვილი და კეზერაშვილი აფინანსებენ სამ ტელევიზიას – ” პირველს”, “ფორმულასა” და “მთავარს”. ამ ყველაფერს აინუნშიაც არ ჩავაგდებდი, რომ არა ერთი საფრთხე – უცხოელი ლობისტების განცხადებები საქართველოს მოსახლეობას დასავლეთის მიმართ აგრესიულად განაწყობს და ქართველობას ამერიკას და ევროპას აძულებს. არადა ამ დროს, ჩვენთვის ახლობელი და მშობლიური სწორედ ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციაა.

იმ ე.წ. ოპოზიციას, რომელიც 40 პარტიის ერთობას წარმოადგენს და ქუჩაში 800 კაციც ვერ გამოჰყავს, არავითარი შანსი არ აქვს.

სააკაშვილს, რომ ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, ხვალვე ჩამოვიდოდა თბილისში და ამ ხელისუფლებას წალეკავდა, მაგრამ მან ყველაზე უკეთ იცის, რომ ნაცებს ხალხი გვერდით არ დაუდგება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ფაფხური არის ბლეფი და მეტი არაფერი. საშინლად ვარ გაბრაზებული საგარეო საქმეთა სამინისტროზე და ეს ხმამაღლა უნდა ვთქვა. კი მაგრამ, ამ საგარეო საქმეთა სამინისტროში სულ არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ყავის სმით სკდებიან? აშკარაა, რომ ჩვენი საგარეო უწყება უცხოელებთან სათანადო დონეზე ვერ მუშაობს და ნაცსექტის ლიდერების შესახებ შესაბამის, დასაბუთებულ და ჩამოყალიბებულ ინფორმაციას ვერ ავრცელებს. თქვე ოჯახაშენებულებო, შეკრიბეთ და გაუგზავნეთ იმ ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებსა და ევროპარლამენტარებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინც დღეს საქართველოში ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვს, სწორედ ამ ხალხმა შექმნა 26 ათასი ბინძური ფაილი, სადაც მამაკაცებს აუპატიურებენ, აწამებენ, აუბედურებენ… ხათუნა გოგორიშვილი და ლევან თარხნიშვილი, რომ პარტიაში გეყოლება იმ პარტიამ რომელი არჩევნების გაყალბება უნდა გააპროტესტოს? გიგი უგულავამ ხალხს მილიონები მოჰპარა და ბიუჯეტის ქურდია, რაც სასამართლომ დაუმტკიცა. გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ, იარაღი ეჭირათ, ეკლესიებს არბევდნენ და ათას უბედურებას სჩადიოდნენ. გოკა გაბაშვილი “მხედრიონში” დაფრთიანდა. ხოლო ჟორიკა რურუა, რომელსაც ესენი “პოლიტპატიმრად” აცხადებენ, ისეთივე პოლიტიკური პატიმარია, როგორიც თავის დროზე ჯაბა იოსელიანი იყო.

ღარიბაშვილი ძარღვიანი ქართველია, ილია ჭავჭავაძის იდეებზე აღზრდილი კაცია და აქედან გამომდინარე, მის დაბრუნებას და გაპრემიერებას მივესალმები.

ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები რომ დანიშნოს, ნაცები საბოლოოდ გაფარჩაკდებიან, მაგრამ ამის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ აღიარა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნები ძირითადად კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ამით ყველაფერი მორჩა”,- განაცხადა გვენეტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები