ჯო ბაიდენი – სი ძინპინს: შეშფოთებული ვართ პეკინის ქმედებებით, აშშ საკუთარ ინტერესებს დაიცავს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, სი ძინპინთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროს აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პეკინის ქმედებებით არის შეშფოთებული და რომ აშშ საკუთარ ინტერესებს დაიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, რომ პრიორიტეტულია ამერიკელების უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, ინდო-წყნარიოკეანის რეგიონის ღია და თავისუფალი დაცვა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებულია პეკინის ძალისმიერი და არაკეთილსინდისიერი ეკონომიკური ქმედებების გამო, ასევე, ჰონგკონგში დევნასთან დაკავშირებით, სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და რეგიონში ჩინეთის დაჟინებული ქმედებების გამო, მათ შორის, ტაივანის მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ორი ქვეყნის ლიდერმა კორონავირუსთან ბრძოლაზე, ჯანდაცვის გლობალურ გამოწვევებზე, კლიმატურ ცვლილებებსა და იარაღის გაუვრცელებლობაზე აზრები გაცვალეს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეეცდება შედეგსა და პრაქტიკულობაზე ორიენტირებული კომუნიკაციის დამყარებას იქ, სადაც ამერიკელების და მისი მოკავშირეების ინტერესები იკვეთება”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები