ამირან გამყრელიძე: დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, „ასტრაზენეკასი“ იქნება და დიდი ალბათობით, ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოეწოდება, „ასტრაზენეკასი“ იქნება და დიდი ალბათობით, ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს.

მისივე თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ კოვიდპანდემიის დამარცხება უმთავრესად მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციითა შესაძლებელი.

„პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები