მსოფლიოში გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 5 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ლეტალური შემთხვევების რიცხვი 85 ათასით გაიზარდა.
შესაბამის მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 4-10 იანვრის პერიოდში ინფიცირების 4 953 758 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 85 436 ფაქტი გამოვლინდა.
წინა რეკორდი 14-20 დეკემბერს უკავშირდება, როდესაც 4 612 790 ინფიცირებული გამოვლინდა.
ჯანმო-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 20%-ით არის გაზრდილი მაშინ, როდესაც წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა.