1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3012 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3012 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3012 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3035 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0. 0023 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0156 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0428 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0272 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.