წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანის მგზავრი დაიღუპა, ხოლო მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.