ჩინურმა ვაქცინამ – Sinovac-მა ეფექტურობის 97% აჩვენა

ინდონეზიურ ფარმაცევტულ კომპანია Bio Farma-ში განაცხადეს, რომ ჩინური ვაქცინის – Sinovac-ის შუალედურმა ცდებმა პრეპარატის 97%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, ივან სეტიავანმა განაცხადა.

როგორც მან თქვა, Bio Farma ელოდება, რომ ადგილობრივი რეგულატორი იანვრის ბოლოს Sinovac-ის გამოყენების ნებართვას გასცემს.

მანამდე, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ქვეყანა ვაქცინაციას წლის ბოლომდე დაიწყებს. მისი თქმით, პრიორიტეტი იქნება პრეპარატის უსაფრთხოება.

პირველები, ვისაც ვაქცინას შეუყვანენ, იქნებიან მედიცინის მუშაკები, პოლიციელები და სამხედროები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები