კალიფორნიაში ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

კალიფორნიის ქალაქ სან ხოსეში ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე პირი დანით დაჭრეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის პოლიციაში გაავრცელეს, თუმცა, მოგვიანებით ქალაქის მერმა, სემ ლიკარდომ განაცხადა, რომ მიღებულ ჭრილობებს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აღინიშნება, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

სან ხოსეს პოლიციაში აზუსტებენ, რომ თავდასხმის მომენტში ეკლესიაში წირვა არ მიმდინარეობდა, შენობაში უსახლკაროები იმყოფებოდნენ, რომლებიც ცოტა ხნით ადრე ტაძარში შეიფარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები