ბაიდენი აშშ-ში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდის საკითხს გამოეხმაურა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წელს კორონავირუსისგან ამერიკელების ვაქცინაცია დაიწყება, ფართომასშტაბიანი აცრების დაწყებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

ამის შესახებ ბაიდენის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული განცხადებით ბაიდენი კომპანია BioNTech-ის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ვაქცინა, რომელიც კომპანიამ Pfizer-თან ერთად შეიმუშავა, კვლევის პროცესში ეფექტურობის 90%-ანი ეფექტურობა გამოავლინა. ასევე, კომპანიაში აღნიშნეს, რომ ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შესაძლოა, უკვე ნოემბერში გაკეთდეს.

“ეს სიახლე ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ ადრე გაცხადებულ გრაფიკს შეესაბამება, რომლის მიხედვით სავარაუდო იყო, რომ ვაქცინის დამტკიცება ნოემბრის ბოლოს მოხდებოდა. ეს რომც მოხერხდეს და ამერიკელების ნაწილის აცრა უკვე მიმდინარე წელს მოხერხდა, კიდევ რამდენიმე თვე იქნება საჭირო, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის დაწყებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯამურად, მან ინფორმაცია დადებითად შეაფასა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს  პირადი დაცვის რეკომენდაციებზე უარის თქმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები