ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ქარიშხალი „ეტა“ დაატყდა თავს. სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებული ზიანი ნიკარაგუას მიაყენა.
ქარიშხალმა დასახლებული პუნქტები დატბორა, სახლებს სახურავები გადახადა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიას ნიკარაგუაში 2, ხოლო ჰონდურასში 1 ადამიანი ემსხვერპლა.
მეტეოროლოგების ცნობით, „ეტა“ ამერიკის კონტინენტზე 2020 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია და სიძლიერით მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება.
სტიქიური უბედურების გამო, დროებით თავშესაფარში გადასვლა ათასობით ადამიანს მოუწია.