საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში, 545 აჭარაში, 305 კი იმერეთში გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში, 545 აჭარაში, 305 კი იმერეთში გამოვლინდა.
“კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია – 712 თბილისში, 545 აჭარაში, 305 იმერეთში, 63 სამეგრელოში და ზემო სვანეთში, 48 ქვემო ქართლში, 22 მცხეთა-მთიანეთში, 56 შიდა ქართლში, 24 გურიაში, 23 კახეთში, 22 სამცხე-ჯავახეთში, 4 კი რაჭა-ლეჩხუმში გამოვლინდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.