სომხეთის მთავრობა თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

სომხეთის მთავრობა ქვეყანაში თურქული საქონლის იმპორტის დროებით აკრძალვას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა და ის საზოგადოებრივ განხილვაზეა გატანილი.

კანონპროექტის განმარტებაში ნათქვამია, რომ სომხეთი არა მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს იყენებს თურქეთის მიმართ, არამედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ანკარას ბიუჯეტის ფინანსურ შევსებას წყვეტს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ნაწილმა თურქული საქონლის მოხმარებისგან და მისი რეალიზაციის უარი ნებაყოფლობით უკვე თქვა.

აღინიშნება, რომ თურქულ საქონელზე ემბარგო დაწესება ბაზარზე საქონლის დეფიციტს არ გამოიწვევს, რადგან მოხდება ადგილობრივი საქონლის გაყიდვა და მისი შემოტანა სხვა ქვეყნებისგან. მოსალოდნელია, რომ აკრძალვა ძალაში 31 დეკემბერს 6 თვით შევა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთი თურქეთისგან გასულ წელს 260 მილიონი დოლარის ოდენობით საქონლის იმპორტი განახორციელა. იმპორტის ძირითადი ნაწილია ტანსაცმელი, ციტრუსები, ავტომობილები და ელექტრომოწყობილობები, ნავთობპროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია, და სხვა საქონელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები