დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო.
საზეიმო წირვა ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
„ქრისტე აღდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
აღდგომა იმედის, სიკეთის, ბოროტების დამარცხების და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა.
მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს გისურვებთ”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.