მიხეილ ყაველაშვილი სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო

“სამების საკათედრო ტაძარში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად, სააღდგომო ლიტურგიას დავესწარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და სამღვდელოებასთან ერთად, აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს, შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოგვესმინა”, – წერს ყაველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები