ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.1%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.1 პროცენტით გაიზარდა და 756.9 ათასი კაცით განისაზღვრა.
ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
2012 წელი – 534,5 ათასი ადამიანი
2013 წელი – 550,9 ათასი ადამიანი
2014 წელი -592,1 ათასი ადამიანი
2015 წელი – 626,7 ათასი ადამიანი
2016 წელი – 666,8 ათასი ადამიანი
2017 წელი – 708,2 ათასი ადამიანი
2018 წელი – 734,2 ათასი ადამიანი
2019 წელი 756,9 ათასი ადამიანი
2019 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 161.7 ლარს გაუტოლდა.
საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი ასე გამოიყურება:
მსხვილი ბიზნესი – 1 303.3 ლარი
საშუალო ბიზნესი – 1 416.8 ლარი
მცირე ბიზნესი – 893.5 ლარი.