არჩილ თალაკვაძე: დღესდღეობით არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიას, საფრთხე არ ემუქრება
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, არჩევნები თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.
„ამ მომენტისთვის, საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება არის საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშ. ყოველდღიურად ხდება კონტაქტების მოძიება, ფართომასშტაბიანი ტესტირება და ყველა ადამიანი, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, არის ამით უზრუნველყოფილი. დღესდღეობით არჩევნებს და, არამხოლოდ არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასაც, არ ემუქრება საფრთხე. ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ არის დაწესებული. თუ ჩვენ გვექნება საჭიროება, მივიღოთ რაიმე ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით საბჭო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არჩევნებს ეს პროცესი არ შეაფერხებს და არჩევნები ამ მომენტისათვის არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა თალაკვაძემ.