გიორგი გახარია მიმდინარე კვირას პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება
“საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება”, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“მიმდინარე კვირაში იგეგმება ასევე საქართველოს პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის განხილვა და მოსმენა. ვთხოვ ფრაქციებსა და კომიტეტებს, მოემზადონ ამ ანგარიშის განხილვისთვის”, – აღნიშნა თალაკვაძემ.