აზერბაიჯანში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 2693 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 33 გარდაცვლილია.
კლინიკებიდან გუშინ 55 პაციენტი გაწერეს, ჯამურად, 1735 განკურნებულია.
რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს – 38 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 42 პაციენტის კი – საშუალო სიმძიმის.
აზერბაიჯანში სულ 202 282 ტესტია გაკეთებული.