“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფონ დერ ლაიენს უნდობლობა გამოუცხადონ, რადგან პარტიების უმეტესობამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებენ ამას” – “პოლიტიკო”
ევროპარლამენტში, ევროკომისიისა და მისი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.
ამის შესახებ “პოლიტიკო” იტყობინება.
კენჭისყრა მომდევნო ხუთშაბათს სტრასბურგში, პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
დებატები ორშაბათისთვისაა დაგეგმილი, რომლის დროსაც სიტყვით გამოვა თავად ფონ დერ ლაიენი.
“დეკადის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კომისიის ხელმძღვანელი ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფონ დერ ლაიენს უნდობლობა გამოუცხადონ, რადგან პარტიების უმეტესობამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებენ ამას”, – წერს “პოლიტიკო”.
ინიციატივა რუმინელმა მემარჯვენე ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ წამოაყენა.