აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან რამდენიმე რუსული კომპანია ამოიღო
აშშ-მა სირიასთან დაკავშირებული სანქციების სიიდან რამდენიმე რუსული კომპანია ამოიღო.
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სიიდან ამოღებულია შემდეგი კომპანიები:
- „როსობორონექსპორტი“;
- „პრომსირიემპორტი“;
- RFK-ბანკი;
- Mir Business Bank;
- კომპანია Global Concepts Group;
- Maritime Assistance;
- RFA Bank;
- Tempbank და მისი თავმჯდომარე მიხაილ გაგლოევი.
აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ბრძანებულებით სირიისთვის 2004 წლიდან ძალაში მყოფი შეზღუდვების მოხსნის შესახებ.