ლევან მახაშვილი ეუთო-ს ასამბლეაზე: მოვისმინეთ არაერთი ცრუ ბრალდება – მოგვეცა შესაძლებლობა, ყველა კითხვისთვის პასუხი გაგვეცა

,,მოვისმინეთ არაერთი ცრუ ბრალდება, არასწორი ინფორმაცია, ინტერპრეტაცია. მოგვეცა შესაძლებლობა, ყველა კითხვისთვის პასუხი გაგვეცა”,- ამის შესახებ,
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება.

მისივე თქმით, ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებთან საინტერესო არაფორმალური დისკუსიების შესაძლებლობაც იყო.

„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეცა ყველა კითხვისთვის პასუხი. მოვისმინეთ არაერთი ცრუ ბრალდება, არასწორი ინფორმაცია, ინტერპრეტაცია ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის. ამიტომ მოგვეცა შესაძლებლობა ყველა მათგანისთვის ფაქტების საფუძველზე გვეპასუხა. ამავე დროს გვქონდა ძალიან საინტერესო არაფორმალური დისკუსიების შესაძლებლობა ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებთან ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ აინტერესებდათ, დაწყებული არჩევნებიდან, დამთავრებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებით“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები