მარიამ ლაშხი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ერთის მხრივ, ვინც უშუალოდ იყო არჩევნების მონაწილე, მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგ გარემოში, მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ისეთ კომიკურ პირებს, როგორიც არის ჯო უილსონი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ლაშხი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ეხმაურება.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის ზუსტი დემონსტრირება იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოს მხრიდან და საერთაშორისო ჩარევების კუთხით საქართველოში. ერთის მხრივ, მან, ვინც უშუალოდ იყო არჩევნების მონაწილე, მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგ გარემოში. არჩევნების შედეგებში არის ზუსტად გამოხატული მოსახლეობის ნება, ეს არის ეუთო/ორიდის დასკვნაც მათ შორის, მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ისეთ კომიკურ პირებს, როგორიც არის ჯო უილსონი“, – აცხადებს ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები