“ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 56 შეკვრად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ – ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 56 შეკვრად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“.

“მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები