ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , დაათვალიერეს სოფელ ავლევში შიდა სასოფლო გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 472 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის ვაკისის მოსამზადებელი სამუშაოები და იგება საფარის ქვედა ფენა მსხვილ მარცვლოვანი ასფალტბეტონით.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს შპს „ჰედეფ ჯორჯია,”- წერია ინფორმაციაში.