ირაკლი ქადაგიშვილი: ამომრჩევლის ნებას გვერდზე რომ ისვრი, სხვისი კარნახით მოქმედებ და სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი, ეს ბუმერანგივით გიბრუნდება

,,ამომრჩევლის ნებას გვერდზე რომ ისვრი, სხვისი კარნახით მოქმედებ და სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი, ეს ბუმერანგივით გიბრუნდება”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში შიდა არეულობა და ურთიერთდაპირისპირება ამ მიზეზებიდან გამომდინარეობს.

„როცა ფუნდამენტურად არასწორ პოლიტიკას ეწევი და პოლიტიკა მთლიანად ტყუილსა და მანიპულაციაზე არის დამყარებული, ადრე თუ გვიან, ის ასეთ სავალალო შედეგებს იძლევა. ის, რომ ამომრჩევლის ნებას გვერდზე ისვრი, სხვისი კარნახით მოქმედებ და სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი, საბოლოო ჯამში, ეს ბუმერანგივით გიბრუნდება. ოპოზიციაში შიდა არეულობა და ურთიერთდაპირისპირება ამ მიზეზებიდან გამომდინარეობს. დანარჩენ შემთხვევაში არის პირადი და პარტიული ეგოიზმი, ერთმანეთის აუტანლობა და გაუტანლობა. ეს არის ის, რაც ოპოზიციას სჭირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები